"ოცნების" მსხვილმა შემომწირველმა ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო - "ფლანგვის დეტექტორი"
"ოცნების" მსხვილმა შემომწირველმა, მამუკა ხელაიამ, ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, მამუკა ხელაიას კომპანიებმა ტენდერების 37%-ში უკონკურენტოდ, ან კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.
44,650 ლარი მან ტენდერის გვერდის ავლით, გამარტივებული შესყიდვის გზით, მიიღო, ხოლო უკვე ათვისებული 16 მილიონი ლარის გარდა, დამატებით 3 მილიონ ლარზე მეტი 2 მიმდინარე ტენდერიდან აქვს მისაღები.
2017-21 წლებში, ტენდერებში გამარჯვების შემდემ მამუკა ხელაიამ მმართველ პარტიას 55,000 ლარი შესწირა.
ბოლო, 10,000 ლარიანი შემოწირულობის გაკეთებიდან 3 დღეში, ის ,,ქართული ოცნების" რუსთავის საკრებულოს სიის მე-7 ნომერი გახდა.