ქუჩაში რომ დადიხარ, ეგ არის პროვოკაცია - ქუთაისში მამუკა მდინარაძეს დაუპირისპირდნენ
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ქუთაისში. "ქართული ოცნების" ლიდერ, მამუკა მდინარაძესა და გაერთიანებული ოპოზიციის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა ნარსიას შორის ინცინდენტი მოხდა.
იმერეთში პარტიულ ღონისძიებაზე ჩასულ ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძესთან ადგილობრივები მივიდნენ და ქალაქის გადათხრის გამო პასუხი მოსთხოვეს.
ქუჩაში რომ დადიხარ შენ, ეგ არის პროვოკაცია, ქალაქი ქალაქს არ ჰგავს, გადათხარეთ ყველაფერი - განაცხადა ნიკა ნარსიამ.