"პირველი 20 მონაწილე გვესტუმრა კიევში" - მიხეილ სააკაშვილი იდეების კონკურსზე

20.09.21 07:28
"პირველი 20 მონაწილე გვესტუმრა კიევში" - მიხეილ სააკაშვილი იდეების კონკურსზე

საქართველოში კორუფციისა და ნეპოტიზმის დამარცხებისა და ახალი ინოვაციური იდეების მხარდაჭერისათვის გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პირველ 20 კონკურსანტს კიევში უმასპინძლა.

როგორც ადრე დავაანონსე, გამოვაცხადე კონკურსი საუკეთესო ინოვაციურ იდეებზე - პირველი 20 მონაწილე გვესტუმრა კიევში.
ერთმანეთზე უკეთესი დისკუსია გვქონდა, ძალიან ღრმა და შინაარსიანი.
საქართველოს მართლაც ჰყავს ძალიან გონიერი ხალხი, უბრალოდ ამ ხალხს უნდა სწორი გამოყენება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ შეექმნათ პირობები თავიანთ ქვეყანაში, თავის თავის რეალიზაციისთვის და არავითარ შემთხვევაში, ერთადერთ გამოსავლად არ დარჩეთ უცხოეთში გადახვეწა და პრაქტიკულად, სხვა ქვეყნების აყვავებაზე მუშაობა და საქართველოს დაკარგვა - საქართველოს მიერ მათი დაკარგვა, 
- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში კორუფციისა და ნეპოტიზმის დამარცხებისა და ახალი ინოვაციური იდეების მხარდაჭერისათვის კონკურსი რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა.