გახარიამ ნარკოტიკის მოხმარება ,,ნაცებთან" თანამშრომლობის შემდეგ დაიწყო - მდინარაძე

20.09.21 19:07
გახარიამ ნარკოტიკის მოხმარება  ,,ნაცებთან" თანამშრომლობის შემდეგ დაიწყო - მდინარაძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ეჭვქვეშ აყენებს პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ ჩატარებულ ნარკოტესტს.  მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გახარია ნარკოტიკზე დამოკიდებული ,,ქართული ოცნებიდან" წასვლისა და ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოების შემდეგ გახდა.

გახარიამ ნარკოტესტი საერთოდ არასერტიფიცირებულ კლინიკაში გაიკეთა, ისეთი რამეები აკეთა, ეჭვს ბადებს მისი ქცევები. ამაზე თავად გააკეთა მინიშნება, როცა ტესტი საქართველოში არ ჩააბარა და საზოგადოებამ გასცეს პასუხი. ექს პრემიერი ამ მავნე ჩვევაზე დამოკიდებული გუნდიდან წასვლის შემდეგ გახდა. ხარი ხართან დააბი, არის ის,  რაც დაემართა გიორგი გახარიას. ყველაფერი ცუდი ექს პრემიერმა მას შემდეგ ისწავლა, რაც პოლიტიკური თანამშრომლობა ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" დაიწყო - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი გახარიამ გარკვეული პერიოდის წინ განაცხადა, რომ ნარკოტესტს საქართველოში არ ჩაიტარებდა.  პარტიის ,,საქართველოსთვის" ლიდერმა ამის მიზეზად ის წინასწარი ინფორმაცია დაასახელა, რომლის მიხედვითაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა. 

გახარიამ ტესტი ერთ-ერთ უცხოურ კლინიკაში წარმატებით ჩაიტარა.