"ხარი ხართან დააბი" - კობახიძე გახარიას ბრალს კოკაინის მოხმარებაში სდებს

20.09.21 21:25
"ხარი ხართან დააბი" - კობახიძე გახარიას ბრალს კოკაინის მოხმარებაში სდებს

"ქართული ოცნების" თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე ექსპრემიერს ბრალს კოკაინის მოხმარებაში სდებს და ამბობს, რომ ნარკოდამიკუდებული ის მას შემდეგ გახდა, რაც კონკრეტულ პოლიტიკუ ძალას დაუკავშირდა. 

გახარიას შეუძლია დაგვადანაშაულოს ჩვენ იმაში, რომ ჩვენ ვთქვით სრული სიმართლე. ეს პრობლემა მას არ ჰქონია მაშინ, იმ დროისათვის, ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შეგვიძლია გავიხსენოთ გამონათქვამი, ხარი ხართან დააბი და ასე შემდეგ... როდესაც ის თავისი თავისი ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ  პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ძალიან მჭიდრო შეხება კონკრეტულად კოკაინთან, ამის შემდეგ გაუჩნდა მას ეს პრობლემა. კონრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანები ძალიან საეჭვო კავშრებში არიან მხილებული. ხარი ხართან დააბის არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას, - ამბობს კობახიძე.