"ამ სლოგანს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ" - კობახიძე სისხლიან ბანერებზე

20.09.21 23:06
"ამ სლოგანს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ" - კობახიძე სისხლიან ბანერებზე

"ქართული ოცნების" თვამჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თბილისის ქუჩებში განთავსებულ სისხლიან ბანერებთან "ქართულ ოცნებას" კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ბანერის სლოგანს სრულად იზიარებს, თუმცა სიძულვილის ენით საუბარი მისთვის მიუღებელია.  

პარტიასთან არავითარი კავშირი არ აქვს იმ ბანერებს, რომელიც არის გამოფენილი, მიუხედავად იმისა, რომ  მე პირადად ამ სლოგანს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ, სამივე ნაწილში. " არა ნაცებს" ვიზიარებ, "არა ბოროტებას"  - ალბათ ყველა ვიზიარებთ ამას და მესამე იყო "არა ღალატს". მიუხედავად იმისა, რომ ჩვენამ სლოგანს ვიზიარებთ, ასევე, ვიზიარებთ იმას, რომ ეს სამივე სლოგანი პირდაპირ უკავშრდება იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ამ ბილბორდზე გამოსახული, ასევე, ვიზიარებთ, რომ ისინი არიან სისხლიანი წარსულის მქონე ადამიანები, ამის მიუხედავად, ჩვენთვის არ არის მისაღები მთლიანობაში ის შინაარსი, რომელიც გამოსახულია ამ ბილბორდებზე. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი, ჩვენი არჩევანია ვესაუბროთ პოზიტივზე, მომავალზე ჩვენს საზოგადოებას, - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები