ესენი არიან "ლიმონკა" გახსნილი "მარტიშკები" - უგულავა მმართველ გუნდზე

20.09.21 23:38
ესენი არიან "ლიმონკა" გახსნილი "მარტიშკები" - უგულავა მმართველ გუნდზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ამბობს, რომ სუს-ის მიერ ფარული მოსმენების სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას. მისი თქმით, ივანიშვილის და მისი გუნდის მმართველობის პირობებში საზოგადოებისთვის ყოველი დღე საფრთხის შემცველია.

ამ მოსმენების უკან დგას ივანიშვილი და ბრიყვია ის, ვინც იტყვის, რომ არ არის ივანიშვილი. ივანიშვილია ამ ბოროტების სათავე, ნუ ველაქუცებით ივანიშვილს. ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა აუცილებელი, იმიტომ, რომ ყოველი დღე, როდესაც ეს ადამიანი და მისი გუნდი მართავს ქვეყანას, არის სახიფათო, იმიტომ, რომ ესენი არიან "ლიმონკა" გახსნილი "მარტიშკები", რომლებსაც არავითარი პასუხისმგებლობა არ აქვთ საზოგადოების წინაშე, - ამბობს უგულავა.