ლილუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე - დეკანოიძე

21.09.21 00:09
ლილუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე - დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მისაცემი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ობიექტური მართლმსაჯულების პირობებში მოხდეს, რომელიც 2 ოქტომბრის რეფერენდუმზეა დამოკიდებული.

ლილუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ლილუაშვილი ახალ ვერაფერს მეტყვის გარდა იმისა, რომ იგი არის ბიძინა ივანიშილთან პირდაპირ ხაზზე მყოფი ადამაინი, რომელიც რეალურად არის თავიდან ბოლომდე პასუხსგებაში მისაცემი ობიექტურ მართლმსაჯულების, ამიტომ ახლა, როდესაც ჩვენი უდიდესი ყურადღება, მთელი ჩვენი რესურსი არის რეფერენდუმზე გამახვილებული, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეფერენდუმზე უნდა ვიყოთ ყველა კონცენტრირებული და შემდეგ უკვე ყველაფერი იქნება გამოაშკარავებული, - ამბობს დეკანოიძე. 

მსგავსი სიახლეები