ეს არის სახეში შეფურთხება - ნინო ბურჯანაძე მეგის ქარდავას ჩამოყვანაზე
მეგის ქარდავას ქვეყანაში ჩამოყვანა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ეს არის სახეში შეფურთხება იმ ადამიანების, ვინც სამართლიანობის აღდგენას ელოდა, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართელოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "პირველ ხაზში" განაცადა. ბურჯანაძის თქმით, ეს ფაქტი საზოგადოების მასხრად აგდებაა.
არავის უნდა მივცეთ ჩვენი თავის გაპამპულავების საშუალება, ჩვენი თავის გამასხრების საშუალება იმიტომ, რომ როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წელს ჩამოგყავს მეგის ქარდავა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ეს არის მსახრად აგდება და ძალიან დიდი ბოდიში, ვიტყვი ძალიან უხეშ ტერმინს, ეს არის სახეში შეფურთხება იმ ადამიანების, ვინც მართლა სამართლიანობის აღდგენას ელოდა და ვინც "ოცნებას" 2012 წელს ხმა მისცა და ბიძინა ივანიშვილს იმისათის, რომ სამართლიანობის აღდგენა მომხდარიყო ქვეყანაში. ასეთი შუების დადგმა, აი, ასეთი სიბინძურე, იმიტომ, რომ რაც ახლა "ქართულმა ოცნებამ " გააკეთა, მორალურად არაფრით უკეთესი არ არის იმაზე, რასაც ქარდავა აკეთებდა, - ამბობს ბურჯანაძე.