მინდა მივმართო იმ კუნთმაგარ ბიჭებს, ახლა სად ხართ? - ნინო ბურჯანაძე

20.09.21 22:37
მინდა მივმართო  იმ კუნთმაგარ ბიჭებს, ახლა სად ხართ? - ნინო ბურჯანაძე

მინდა მივმართო იმ კუნთმგარა ბიჭებს, კუნთები რომ ჰგონიათ კაცობა... ახლა სად ხართ? - ამ სიტყვებით მიმართა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "პირველი ხაზის" ეთერში 5 ივლისის  მოვლენებში მონაწილე მოძალადეებს. ბურჯანაძე დაინტერესდა რატომ არ იცავენ  ისინი ეკლესიას ახლა, როდესაც ხელისუფლება საულიერო პირებს ფარულად უსმენდა. 

მინდა მივმართო იმ კუნთმგარა ბიჭებს, კუნთები რომ ჰგონიათ კაცობა... ახლა სად ხართ? ახლა რატომ არ იცავთ ეკლესიას? ახლა რატომ არ გამოდიხართ და რატომ არ ითხოვთ ხელსუფლებისგან, რომ ხელისუფლებამ დასაჯოს ის ადამიანები, ვინც სასულიერო პირებს უსმენდნენ. ახლა სად ხართ ძალიან მაინტერესებს? თუ აღარ გიხდინ? აღარ გაფინანსებენ, როგორ არის? ამაზრზენია ეს ყველაფერი! ძალიან სირცხვილია, როცა ამ ეკლესიას ამოეფარებიან ეს ვითომ  კუნთმაგარი კაცები თავი რომ ვაჟკაცები ჰგონიათ. ვაჟკაცობა, დიდი ბოდიში, არც შარვლით სიარული მარტო, არც კუნთებია. ვაჟკაცობა არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, როდესაც შენ იკადრებ იმას, რაც კაცმა არ უნდა იკადროს, - ამბობს ნინო ბურჯანაძე. 

მსგავსი სიახლეები