კლანის ინტერესები გაძლიერდა - GDI-ს ანგარიში

21.09.21 10:00
კლანის ინტერესები გაძლიერდა - GDI-ს ანგარიში

უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებით დაკომპლექტებით, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში კითხვები არსებობს, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციების უგულებელყოფით, კლანის ინტერესები გატარდა - ამის შესახებ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" ანგარიშშია ნათქვამი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კანდიდატები, რომლებსაც  მაღალ შეფასებას აძლევდნენ, საპარლამენტო მოსმენების დროს, ხშირად კარგავდნენ წონასწორობას და მოსამართლის მაღალი სტატუსისათვის შეუფერებელი ქცევით გამოირჩეოდნენ.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება - არ გაეთავალისწინებინა 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და მაინც დაენიშნა უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეები, სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის - კლანის ინტერესების გატარებად უნდა შეფასდეს. ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო ამძიმებს სასამართლო სისტემაში არსებულ ისედაც პრობლემურ სიტუაციას და გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას ჰქონდეს წვდომა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებაზე", - წერია GDI-ის დასკვნაში.