სასამართლო კვირაში 2-ჯერ ჩანიშნეს - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

21.09.21 11:41
სასამართლო კვირაში 2-ჯერ ჩანიშნეს -  ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა გრძელდება. მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესები კვირაში 2-ჯერ ჩანიშნა. ეს ფაქტი დაცვის მხარეს ვარაუდს უმყარებს, რომ მართლმსაჯულებას საქმის დასრულება არჩევნებამდე ეჩქარება. 

მართლმსაჯულება ჩქარობს, მოსამართლემ მიიღო ცალმხრივად გადაწყვეტილება და უკვე შეთანხმებულ პროცესებს შორის კვლავ ჩაამატა პროცესები.  რაიმე პირდაპირი მანიშნებელი მოწმეების მხრიდან დანაშაულზე ნამდვილად არ ყოფილა", - თქვა ადვოკატმა.

"ტვ პირველის" დამფუძნებელი  დარწმუნებულია, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ის მიზნად დამოუკიდებელი ტელეკომპანიის განეიტრალებას ისახავს.

უკვე ყოველ მესამე დღეს ჩანიშნეს, კვირაში 2-ჯერ ჩანიშნეს სასამართლო, ალბათ 2 ოქტომბრამდე უნდათ, რომ მოასწრონ, მაგრამ მინდა, ვუთხრა ხელისუფლებასაც და ჭკუაგადასულ სასამართლოსაც, შანსი გაქვს არანაირი, რას იძიებენ და რას ასამართლებენ, კაცმა არ იცის", - ამბობს ვატო წერეთელი.

დღეს პროცესზე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მოწმეები არ გამოიკითხებიან,  ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების განხილვა მოხდება.