"ალმა" გამყრელიძის მოთხოვნის მიუხედავად, ვაქცინაციის ბანერებს ბილბორდებზე მაინც არ აბრუნებს

21.09.21 11:27
"ალმა" გამყრელიძის მოთხოვნის მიუხედავად,  ვაქცინაციის ბანერებს ბილბორდებზე მაინც არ აბრუნებს

სარეკლამო კომპანია "ალმა"  დაუმორჩლებლობას აცხადებს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოთხოვნის მიუხედვად, "ალმა"  ვაქცინაციის სარეკლამო ბანერებს ბილბორდებზე მაინც არ აბრუნებს . ქუჩებში ისევ პოლიტიკური ანაგრიშსწორების სისხლიანი პლაკატებია გამოკრული.

ამირან გამყრელიძემ ბიზნესმენ სამსონ ფხაკაძის კომპანიას წერილით  ოფიციალურად უკვე მიმართა და ვაქცინაციის ბანერების უკან დაბრუნება მოითხოვა .

დგინდება, რომ "ალმამ" სარეკლამო კამპანია ისე შეწყვიტა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არც კი გაუფრთხილებია. 

"ალმაში" კომენტარს არ აკეთებენ.