ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმე - თინა ბოკუჩავა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

21.09.21 11:47
ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმე - თინა ბოკუჩავა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.

მისი თქმით, სუსი-ს ფაილებში სავარაუდოდ მასზეც არის კრებსები. 

პროკურატურა თავად დამიკავშირდა ჩემ საჯარო განცხადებებზე დაყრდნობით, თუმცა, მე ვაპირებდი მათთვის მიმართვას, რომ გამოძიება დაწყებულიყო, რადგან საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ჩემი საუბრები იწერებოდა.

საუბარია არა მხოლოდ ერთი დეპუტატის მიყურადებაზე, საუბარია სისტემურ უკანონო მოსმენებზე. რა თქმა უნდა, ამ პროკურატურის და სასამართლოს იმედი არ მაქვს, ნდობა არ მქონდა პროკურატურისაც, ვინაიდან ეს ივანიშვილის ხელში პოლიტიკური დევნის იარაღია, იქ გამოკითხვაზე უარი ვთქვი და სასამართლოს წინაშე მოვითხოვე დაკითხვა. მოსამართლე კალატოზიშვილი, რომლის წინაშეც უნდა დავიკითხო, პოლიტიკურ საქმეებში ფიგურირებს და არ ერიდება პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას. ამიტომ შემიძლია განვაცხადო, რომ ამ გამოძიების მიმართ მაღალი სანდოობა ნამდვილად ვერ მექნება, თუმცა, ფორმალურად და პროცესუალურად ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მივყვეთ",- განაცხადა ბოკუჩავამ.