თუ ხელშეკრულება ძალაშია და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, რეაგირება უნდა მოჰყვეს - კალაძე

21.09.21 12:00
თუ ხელშეკრულება ძალაშია და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, რეაგირება უნდა მოჰყვეს - კალაძე

თუ კომპანია ალმასა და NCDC-ის შორის ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერები მაინც ჩაანაცვლეს, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

არ ვიცნობ ხელშეკრულების შინაარსს, არც თარიღები ვიცი, როდემდე იყო გაფორმებული, შესაბამისად ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიონ და დალაგდნენ. თუ მართლაც ისეა, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, ეს რა თქმა უნდა, ცუდია და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება, თუ ასეა",- განაცხადა კახა კალაძემ.

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოთხოვნის მიუხედვად, "ალმა"  ვაქცინაციის სარეკლამო ბანერებს ბილბორდებზე მაინც არ აბრუნებს . ქუჩებში ისევ პოლიტიკური ანაგრიშსწორების სისხლიანი პლაკატები გამოკრული.