კუჭავა მომხრეა, რომ ფარული მასალების გავრცელების საკითხზე რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს

21.09.21 12:14
კუჭავა მომხრეა, რომ ფარული მასალების გავრცელების საკითხზე რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, მომხრეა, რომ ფარული მასალების გავრცელების საკითხზე რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს. როგორც კუჭავამ აღნიშნა, შესაძლოა, ამ საკითხზე საჭირო იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნაც.

ეს ის საკითხია, რაზეც საპარლამენტო სხდომა და მოსმენა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს საკითხი არ შეიძლება უბრალოდ იყოს დახურული. ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი, საგამოძიებო კომისიის შექმნაც შეიძლება, გახდეს საჭირო, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მეორე საკითხია, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა. არჩევნები მოახლოებულია. არჩევნებამდე სესიები არ ტარდება ხოლმე, მით უმეტეს, როდესაც ამდენად მაღალი პოლიტიკური ელფერის მიცემა უნდა ოპოზიციას ამ არჩევნებისთვის. ეს სხდომა ჩატარდება, როგორც კი არჩევნები დამთავრდება. სხდომის მოწვევა შეუძლია დეპუტატთა 1/4-საც, თვითონ ოპოზიციაც ვერ აგროვებს საკმარის ხმებს, რომ ეს სხდომა მოიწვიოს. ეს მიუთითებს იმას, რომ ყველა ჩართულია წინასაარჩევნო მარათონში. რეგიონებში არიან კანდიდატები, ამიტომ ქვორუმის შეკრების საკითხიც ცალკე სალაპარაკო რომ არ გახდეს, რომ იმ დროს მოიწვიეს რიგგარეშე, როდესაც ვერ დავესწრებოდით, ეს უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც არჩევნები დასრულდება. ეს საკითხი აუცილებლად იქნება დღის წესრიგში",- განაცხადა კუჭავამ.

 "ლელოს" ინიციატივაა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოხდეს, სადაც სუს-ის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს, დაიბარებენ.