"6 სხდომა ჩანიშნეს, რომ ჩვენ ვერ მივიღოთ მონაწილეობა ამომრჩეველთან შეხვედრაზე" - ხაზარაძე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა გრძელდება. მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესები კვირაში 2-ჯერ ჩანიშნა.
"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, თქმით, სასამართლო პროცესების ინტენსიურად ჩანიშვნა წინასაარჩევნო აგიტაციისა და შეხვედრების ხელის შეშლას ისახავს მიზნად.
ინტენსიური ჩანიშვნა სასამართლო პროცესების და არა მარტო დღეების რაოდენობით, არამედ 12 საათზე დაწყება და საღამოს 6 საათზე დამთავრება მიუთითებს იმას, რომ ჩვენ მოწყვეტილი ვიყოთ წინასაარჩევნოდ. 6 სხდომაა კიდევ ჩანიშნული ამ თვეში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამომრჩეველთან შეხვედრაზე. ეს არის პირდაპირი სახე "ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის სასამართლოსი და პროკურატურის", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.