დამტვრეული სახის ძვლები და მრავლობითი დაზიანებები სხეულზე - სასტიკად ნაცემი ოპოზიციის მხარდამჭერი კლინიკაშია

21.09.21 13:01
დამტვრეული სახის ძვლები და მრავლობითი დაზიანებები სხეულზე - სასტიკად ნაცემი ოპოზიციის მხარდამჭერი კლინიკაშია

დამტვრეული სახის ძვლები და მრავლობითი დაზიანებები სხეულზე- "ქართული ოცნებიდან" წამოსული ვანო გველესიანი "ტვ პირველთან" თავდასხმის დეტალებს პირველად იხსენებს. 

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ანგარიშსწორებას მის გადაწყვეტილებას უკავშირებს. ის "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციაში ცოტა ხნის წინ გადავიდა და საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.

შავი პირბადე ეკეთა, ეხურა შავი კეპი, მოულოდნელად დამესხა თავს და ცემა დამიწყო, წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოვახერხე. ჯიბიდან სიგარეტის ამოღებას ვცდილობდი.." - აცხადებს 52 წლის კაცი, რომელიც მიღებული დაზიანების გამო ამ დრომდე რუსთავის კლინიკაშია მოთავსებული. 

 ოპოზიციის მხარდამჭერზე თავდამსხმელი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.