არ ვაპირებთ “ოცნების“ გეგმებით ვიმოქმედოთ და ჩვენი მთავარი ამოცანა ახალი არჩევნების ჩატარებაა - ჯაფარიძე
აპირებს თუ არა კოალიცია “ძლიერი საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას? - ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ “ოცნების“ გეგმებით იმოქმედონ და მათი მთავარი ამოცანა ახალი არჩევნების ჩატარებაა.
“როცა შეიქმნება სისტემა და ნორმალური საარჩევნო გარემო იქნება, მერე შესაძლებელია ადგილობრივი არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, აუცილებელია, ქვეყანა დამშვიდდეს და დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.
ჩვენ გვსურს ქვეყანაში კრიზისის განმუხტვა, პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება კალანდარიშვილის მიერ ჩატარებული არჩევნების პირობებში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, ჩვენი ამოცანაა ქვეყანა დამშვიდდეს და დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, ამის ერთადერთი საშუალება კი არის ეროვნული, თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ჩვენი ამოცანა ახლა არის ახალი არჩევნების ჩატარება, შემდგომ კი, როცა შეიქმნება სისტემა და ნორმალური საარჩევნო გარემო იქნება, მერე შესაძლებელია ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მსგავსი სიახლეები
„კონკრეტული ნაბიჯების გარეშე აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზება არ იქნება“ — ოპოზიცია NDAA-ის შესწორებებზე
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოსთან დაკავშირებული ორი შესწორების დამტკიცებას ოპოზიცია და ექსპერტები ვაშინგტონის მკაფიო გზავნილად აფასებენ.