უპასუხისმგებლობა და მავნებლობა - სამნიძე მელიას განცხადებაზე
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ხათუნა სამნიძე, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რიგგარეშე სესიის მოწვევა "ივანიშვილის თავყრილობა" იქნება. სამნიძე მელიას ამ განცხადებას არასერიოზულს და უპასუხისმგებლოს უწოდებს.
ნიკა მელია შეურაცხყოფას აყენებს ყველა დეპუტატს, მათ შორის თავის თანაგუნდელებს, მეორე მხრივ, ხელს უშლის იმას, რომ სუსი-ს უფროსი მოვიდეს პარლამენტში, გაიმართოს პოლიტიკური დებატები "ქართულ ოცნებასთან", რისი საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს სხვა ფორმატში. ეს არის უპასუხისმგებლო და არასერიოზული დამოკიდებულება და ყველაზე მძიმედ რომ შევაფასოთ, ეს არის მავნებლობა", - ამბობს ხათუნა სამნიძე.
ფრაქცია "ლელო" პარლამენტში რიგგარეშე სესიის ჩატარებას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, დაბარებას მოითხოვს. არჩევნებამდე პარლამენტში შეკრებას არ ემხრობა "ნაციონალური მოძრაობა". ნიკა მელიამ რიგგარეშე სესია ივანიშვილის თავყრილობად შეაფასა და თქვა, რომ "ლელოს" ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.