სუს-ის ფარული ჩანაწერები - გვარამია პროკურატურაში მივიდა
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. გვარამიასთან კითხვები გამოძიებას სუსი-ს სკანდალურ, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით აქვს. გვარამიას თქმით, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს, თუმცა წყაროს ვერ დაასახელებს.
არ ვიცი, რა ინტერესი აქვთ, მაგრამ სწორი ინტერესიც რომ ჰქონდეთ, ამ საქმეს არავინ გამოიძიებს, ვიდრე ეს ხელისუფლებაა, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემგან კონკრეტულად რა აინტერესებთ, არ ვიცი, რაც ვიცი, ყველაფერს ვიტყვი, წყაროების გარდა", - თქვა ნიკა გვარამიამ.