შეიარაღებული თავდასხმა ოპოზიციაზე - არიან დაჭრილები
ხმაური და სისხლიანი დაპირისპირება ქვემო ქართლში - რამდენიმე წუთის წინ დმანისში ოპოზიციის წევრებზე შეირაღებული თავდასხმა მოხდა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ინცინდენტის შედეგად არიან დაჭრილები და მძიმედ ნაცემები.
წინასწარი ინფორმაციით, ორ აქტივისტს დანით მიაყენეს ჭრილობები, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
ოპოზიციის მხარდამჭერებზე თავდასხმა სოფელ განთიადში იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციაში გადასული ქალაქის მოქმედი მერი და კახა ოქრიაშვილი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ.
ოპოზიცია მომხდარის უკან "ქართული ოცნების" კვალს ხედავს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პროვოკაცია სუსი-ს მიერ ორგანიზებულმა პირებმა ჩაიდინეს.
ფოტო: მარნეული ტვ