ნაცემი ენმ-ს მხარდამჭერი - პოლიციას დამნაშავე იდენტიფიცირებული არ ჰყავს

21.09.21 17:16
ნაცემი ენმ-ს მხარდამჭერი - პოლიციას დამნაშავე  იდენტიფიცირებული არ ჰყავს

რუსთავში ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის, ივანე გველესიანის ცემის ფაქტზე პოლიციას იდენტიფიცირებული არავინ ჰყავს და დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებია.  ამის შესახებ გამომძიებელმა ტვ პირველთან თქვა.

მმართველი პარტიის, რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მომხდარს კავშირი ჰქონოდა პოლიტიკურ შეხედულებებთან.

გამოვრიცხავ, რომ ეს იყო პოლიტიკური, აქ სხვა პარტიებიც არის, ვერ ვხვდები "ქართულ ოცნებაზე" რატომ მოდის ეს ბრალდება. ვხვდებით მოსახლეობას და ვისაც არ აწყობს სიმშვიდე და სწორი გარემო, რომ საარჩევნო კამპანია მივიყვანოთ ბოლომდე და ადამაინებს საშუალება მივცეთ, რომ არცევანი გააკეთონ ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" - ამბობს ნინო ლაცაბიძე.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა, ოპოზიციაში დარწმუნებული არიან რომ მომხდარი გველესიანის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.