შეიარაღებული თავდასხმა ოპოზიციაზე - "ოცნების" მოძალადე წევრები შსს-ს ამ დრომდე არ დაუკავებია
შეიარაღებული თავდასხმა დმანისში - დაჭრილი ოპოზიციის წარმომადგენლები კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. ფაქტის ამსახველი ყველა მტკიცებულება გომელაურის უწყებას უკვე აქვს, თუმცა ამ მძიმე დანშაულში მონაწილე "ქართული ოცნების" წევრების დაკავებას შსს არ ჩქარობს.
შეიარაღებული თავდასხმა დმანისში, სოფელ განთიადში ოპოზიციის კანდიდატებზე და მათ მხარდამჭერებზე რამდენი საათის წინ მოხდა. ხალხთან შესახბედრად ჩასულ დმანისის მერობის კანდიდატს გიორგი ტატუნაშვილს და მის მხარდამჭერებს თავს "ქართული ოცნების" ძალადობრივი დაჯგუფება დაესხა.
როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კახა ოქრიაშვილი "პირველებთან" საუბარში აცხადებს, სისხლიან დაპირისპირებაში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილი, მონაწილეობდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, კადრებში ჩანს, როგორ დაჭრა დაუთაშვილმა მათი მხარდამჭერი. ასევე ოქრიაშვილის ინფორმაციით, თავად "მაჟორიტარობის" კანდიდატიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და მას თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.