შეიარაღებული თავდასხმა დმანისში - დაჭრილები თბილისში გადაჰყავთ
დმანისში დაჭრილი ოპოზიციის მხარდამჭერები კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. მათი მდგომარეობა მძმიმეა. ერთს თავი აქვს გადაჩეხილი. ორივე დაჭრილი შოკურ მდგომარეობაშია და მომხდარსი დეტალების გახსენება უჭირთ.
დაჭრილები მკურნალობას თბილისში, კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" გააგრძელებენ.
დმანისის კლინიკის მკურნალი ექიმი ამბობს, რომ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანება არც ერთ დაჭრილს არ აღენიშნება და ორივეს მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.