ფარცხალაძის სკანდალური აღიარება - რა მისია აქვს ოლიგარქის ემისარს მოსკოვში
ქართველი ოლიგარქის სანდრო კაცი პუტინის კარზე ჩრდილიდან გამოდის - "ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდმა აღმოაჩინა, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო ამერიკის მიერ სანქცირებული ფარცხალაძე "კომუნისტური კავშირის" წევრი გახდა და "რუსი ქართველების" მოძრაობა დააფუძნა. საჯარო სივრცეში გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდრო კაცი რუსებს ღიად ეუბნება, რომ "საქართველო მადლობელია" და "240 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში რუსეთი რომ არ შემოსულიყო, საქართველო ვერასდროს განვითარდებოდა ასე".
ფარცხალაძე არ მალავს, რომ პირდაპირ ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეების ვიზების გაუქმება მისი ჩართულობით მოხდა.
"შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ ოთარ ფარცხალაძემ საკუთარ თავზე აიღო შემოეყვანა საქართველოში ინვესტორები "ბრიქსის" ქვეყნებიდან ფულის ჩასადებად. ბრიქსი რუსეთის მიერ შექმნილი გაერთიანებაა ევროკავშირის საპირწონედ. მასში ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და კიდევ ხუთ სახელმწიფოა გაერთიანებული.
ფარცხალაძემ მოსკოვში დააფუძნა სპეციალური საშუამავლო კომპანია BIZAVI, რომელიც ბრიქსის ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში გასაყიდი ბიზნესების შეძენას სთავაზობს.