თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები - კობახიძე კრიტიკულ ტელევიზიებს

21.09.21 22:46
თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები - კობახიძე კრიტიკულ ტელევიზიებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კრიტიკულ ტელევიზიებს კოლექტიურ მეგის ქარდავებად მოიხსენიებს. მისი თქმით, კონკრეტული ტელევიზიები, მათ შორის, "ტვ პირველი" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელია, რომელსაც ქვეყანაში აღნიშნული პოლიტიკური ძალის დაბრუნება სურს.

თქვენი პოლიტიკური ძალა, "ერთიანი ნაციონალური მორაობა" თავისი ყველა განშტოებით, თავისი ტელევიზიებით, არის კოლექტიური მეგის ქარდავა, რომლის მიზანი არის დღეს, მათ შორის, თქვენი ტელევიზიის მიზანი არის, ამ პოლიტიკური ძალის მობრუნება, რაც ნიშნავს ძალაუფლებაში მეგის ქარდავას დაბრუნებას. თქვენ ემსახურებით ამ საქმეს, თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავა, - განაცხადა კობახიძემ.