განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ - კობახიძე ივანიშვილზე

21.09.21 23:07
განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ - კობახიძე ივანიშვილზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში არანაირი ფორმით აღარ ერევა. ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერები ოლიგარქს უბრალოდ აღარ ურეკავენ. 

იანვარში, ამ ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურდა სრული დისტანცირება პოლიტიკისგან. როდესაც წინა შემთხვევაში, პოლიტიკიდან პირველად გასვლის შემთხვევაში მან გააკეთა თავისი პოლიტიკური განცხადება, მაშინ აღნიშნა, რომ კონსულტაციებით გუნდს დაეხმარებოდა. როდესაც მეორედ გააკეთა განცხადება, მან თქვა, რომ არავითარი ფორმით, მათ შორის, არც კონსულტაციების ფორმით არ იქნებოდა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, პასუხი არის უმარტივესი, ეს პასუხი გაგეცით გუშინ, გუშინწინაც, იმის წინაც. ბოლო კომუნიკაცია ჩვენ, ბიძინა ივანიშვილთან გვქონდა იანვარში, იქიდან გამომდინარე, რომ მან პოლიტიკური პროცესები იანვარში დატოვა. განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მისი სურვილი. არ გვაქვს კომუნიკაცია, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.