ვინ გვეძახის მეგის ქარდავებს, რომლის ხელისუფლებამაც 58 ათასი ფაილი გადაიღო? - ელისო კილაძე

21.09.21 23:33
ვინ გვეძახის მეგის ქარდავებს, რომლის ხელისუფლებამაც 58 ათასი ფაილი გადაიღო? - ელისო კილაძე

ვინ გვეძახის მეგის ქარდავებს, ირაკლი კობახიძე, რომლის ხელისუფლებამაც 58 ათასი ფაილი მხოლოდ სასულიერო პირებს გადაუღო? - ამის შესახებ "ქრონიკა+"-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. კილაძემ "ქართულ ოცნებას" ყველა ის დარღვევა შეახსენა, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა სხვა და სხვა დროს განახორციელეს. 
 

ჩვენ ვინ გვეძახის მეგის ქარდავებს, ირაკლი კობახიძე, რომლის ხელისუფლებამაც 58 ათასი ფაილი მხოლოდ სასულიერო პირებს გადაუღო? ჩაიწერა ყველა პოზაში, ჩაიწერა რაც ეხებდოა მათ შორის მესიჯებიც კი, რომლებსაც ჟურნალისტები სასულიერო პირებს წერდნენ.
რომელი კობახიძე გვეძახის, რომლის მერობის კანდიდატი ბათუმში მუშაობდა და შერატონში თუ ვინმეა გადაღებული ან ბათუმის რომელიმე სასტუმროში იმ წლებში, ყველაფერი მისი ორგანიზებულია?
ეს ირაკლი კობახიძე ჩვენ გვეძახის, რომ ჩვენ ვართ მეგის ქარდავები? მეგის ქარდავა ალბათ იცინის და ისვენებს, ახლა რასაც ჩვენ ვკითხულობთ და ვნახულობთ აი ამ კრებსების მეშვეობით, რომლებიც გასაჯაროვდა.
რომელი კობახიძე, რომელსაც ხელისუფლებაში ჰყავს ვასილ ჩიგოგიძე, „ქართუ ბანკის“ გამკოტრებელი და მას ბრალი ედებოდა ამ საქმეში. 
რომელი ირაკლი კობახიძე, რომელი მამუკა მდინარაძე, რომელიც ვანო მერაბიშვილთან მუშაობდა და მხოლოდ იმიტომ გააგდეს სისტემიდან, რომ ქრთამი აიღო და დააკავეს ამის გამო? ეს ხალხი გვეძახის ჩვენ, რომ ჩვენ ვართ „ნაცმოძრაობა“?
ესენი კაი, ძალოვნები იყვნენ და 2013 წელს თამაზაშვილმა რომ დაიწყო საკუთარ მარანში ჩემოდნებით მიტანილი ფულით სააკაშვილის დროინდელი ძალოვნების და გახმაურებულ საქმეებში მხილებული ადამიანების დანიშვნა, იური ვაზაგაშვილი სიით ხელში ბიძინა ივანიშვილთან მივიდა, თუ გახსოვთ და მიუტანა ეს შავი სია იმ პერიოდში დანიშნული ადამიანების და ჭიკაიძეს, როგორც ჩვენ ვიცით, ტელეფონი ესროლა ივანიშვილმა, როდესაც გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ეს ფაქტები იყო რეალურად მართალი. ეს ხალხი გვეუბნები ჩვენ, რომ ჩვენ ვართ ნაცები?
გორის მერობის კანდიდატი სააკაშვილთან ერთად უკრაინაში ყურძენს რომ წურავდა, ის სამხედრო პირია და 2008 წლის გმირია თუ რაშია საქმე? ვინ არიან ეს ადამიანები? როგორ აძლევენ თავს ამის უფლებას, როცა რეალურად მათ მოახდინეს ნაციონალური მოძრაობის რეანიმაცია. თუ ვინმე იყო დამნაშავე იმ წლებში, რატომ არ აგებინეს პასუხი. მეგის ქარდავა ახლა გაახსენდათ, წინასაარჩვენოდ როცა დაჭირდათ და, სამწუხაროდ, ჩაეშალათ მათ ეს გეგმა და ჩაუშალა სწორედ იმ ფაილებმა, რომლებიც გამოქვეყნდა.
ამირან მესხელზე რატომ არაფერს გვეუბნებიან, რომელიც იყო ვანო მერაბშვილის მარჯვენა ხელი და თუ რამე ფუჭდებოდა ქვეყანაში, ყველაფრის კურატორი, სოდ–ისაც და კუდ–ისაც იყო მესხელი? რატომ არ ახსენებენ? იმიტომ, რომ გარიგებულები არიან. და იმიტომ, რომ კომპრომატები, რომლებიც ჩააბარა მესხელმა, არის მისი თავისუფლების გარანტი და რატომ არ ეძებენ, რა არ იციან სად არის და რომელ ქვეყანაშია? მის ექსტრადიციას რატომ არ ითხოვენ? რამდენ ასეთ ადამიანთან არიან გარიგებულები!
მე მათ ადგილას ძალიან წყნარად და ჩუმად ვიქნებოდი, მაგრამ კობახიძის უტიფრობის ზღვარი არის ფსკერს მიღმა. და რაზე გველაპარაკებიან ამ წინასაარჩევნოდ... პრემიერი ღარიბაშვილი ეტყობა ისე დაიბნა ამ ფაილებით, იმ უბედურებებით, რაც მათი გუნდის შიგნით ხდება, რომ რეალურად ყველა კვალის განადგურებით არის დაკავებული. იმით, რასაც 2011 და 2012 წელს კუდ–ი აკეთებდა თბილისის ზღვაზე, დადიოდნენ და ტომრებით წვავდნენ კომპრომატებს, მათ მიერ შეგროვებულ მასალებს... ახლა ტელეფონებიდან ჩატებს შლიან და მტკვარში ყრიან და მდინარეებში, რომ კვარი წაიშალოს. ღარიბაშვილი სადამდე მივიდა, რომ 20 ივნისი დაგმო და გვითხრა, რომ პარლამენტის წინო, იქო ისეთი გამაგრებულიაო, რომ რა საჭირო იყო სპეცდანიშნულების რაზმი, ვერავინ ვერსად ვერ შეჭრებოდაო. გამოდის, რომ მელია და დანარჩენები ტყუილად დაიჭირეს. გახარიაზე რომ იყო აღშფოთებული და გაზი სად არის და წყლის ჭავლიო, ვასილ ჩუბინიძეც რომ იქვე იყო და ფარი ეჭირა ხელში და ხელმძღვანელობდა ამ დარბევას,
- განაცხადა კილაძემ.