„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაიქცა - კალაძე ნიკა მელიაზე
დესტრუქცია და არეულობა არის მათი პარტიის ხელწერა - ასე შეაფასა თბილისის მერობის კანდიდატმა და ასევე, მოქმედმა მერმა კახა კალაძემ ნიკა მელიას მიერ დებატების პროტესტის ნიშნად დატოვება.
გულდასაწყვეტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაიქცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია და არეულობა არის მათი პარტიის ხელწერა. ისინი ყოველთვის ცდილობენ, ყოველდღიურად, რომ გარკვეული დაძაბულობა შემოიტანონ ქვეყანაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ისევ ის, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც ნიკა მელია არჩევნებს წააგებს, გაიქცეს. პირიქით, ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზება და ყველა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს უნდა ეცხოვრებოდეს საქართველოში ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ეს ქვეყანა ყველასია, ეს ქალაქი ყველასია, - განაცხადა კახა კალაძემ.