ამ ქმედებით კალაძემ ხელი ჰკრა ყველას, ვისაც შია ამ ქვეყანაში - უგულავა
ამ ქმედებით კალაძემ ხელი ჰკრა ყველას, ვისაც შია ამ ქვეყანაში, - ასე შაეფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ დედაქალაქის მერის ქმედება, როდესაც მან მერობის კანდიდატების დებატებზე სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილ ულუფას ხელი ჰკრა და გადააგდო.
როგორც აქ კალაძე იქცევა არის გოიმი, გაფხორილი, ამაზრზენი ადამიანის საქციელი. თითით ზიზღნარევი სახით იშორებს უფასო სასადილოს ულუფას. ამით ხელი ჰკრა ყველას, ვისაც შია ამ ქვეყანაში. კატასტროფაა. გულისამრევია. სირცხვილია
მიშა ქუმსიშვილი - ყოჩაღ, რომ ჩამოხსენი ნიღაბი ამ ფარისეველ ყეყეჩს, - წერს უგულავა.
"ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატმა, მიხეილ ქუმსიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2021“ დედაქალაქის მოქმედ მერს უფასო სასადილოს ის ულუფა მიუტანა, რომლითაც ხელისუფლება სოციალურად დაუცველებს კვებავს.