ძალადობა მთავარი ინსტრუმენტია, რითაც ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანაში წინასაარჩევნო კლიმატს ქმნის - ბოკერია

22.09.21 11:52
ძალადობა მთავარი ინსტრუმენტია, რითაც ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანაში წინასაარჩევნო კლიმატს ქმნის - ბოკერია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ოპოზიციის მხარდამჭერებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას მოქმედ ხელისუფლებას აკისრებს. 

ბოკერიამ სხვადასხვა დროს წინასაარჩევნო დაპირისპირებების ამსახველი ვიდეოები წარადფგინა: 

ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, რითაც წინასაარჩევნო კლიმატს და ზოგადად პოლიტიკურ კლიმატს ქმნის ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანაში. ყოველი არჩევნების წინ ივანიშვილის რეჟიმის კამპანია არის სიძულვილის და ოპონენტების დემონიზების, მათი სამიზნედ ამოღების, მათ შორის ყველაზე უფრო აგრესიული რიტორიკით. 

ჩვენ ვხედავთ როგორ ძალადობენ რეჟიმთან დაახლოებული, მის მიერ დაქირავებული, მისი წევრი პირები, რომლებიც როგორც წესი არიან კრიმინალური სამყაროდან, ან სამწუხაროდ სპორტსმენები, რომლებიც სამწუხაროდ დაკავშირებული არიან კრიმინალურ სამყაროსთან. ჩვენ გვაქვს მთელი გაგრძელება ამ პროცესის ერთი და იგივე ადამიანებისგან, რომლებიც ამ ძალადობაში არიან ჩართულები. 

ბოლო სამარცხვინო ძალადობრივ ფაქტში ეჭვმიტანილი ბრალდებული ჩაბარდა პოლიციას, თუმცა არ უნდა მოვტყუვდეთ ამით, ჩვენ გავქვს გამოცდილება, რომ ამ პირებს ან საერთოდ არ სჯიან, ან ჯარიმას იხდიან, ან უკიდურეს შემთხვევაში, როცა საზოგადოებრივი ან საერთაშორისო წნეხია, რამდენიმე თვეში გამოდიან გარეთ. 

ამ ხალხმა და ვინც ამათ ქირაობს, ყველამ იცის, რომ ეს არის გარიგება, შეთანხმებაა ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან და არავინ არ დაისჯება ისე, რომ ეს იყოს შემაკავებელი შემდგომში ძალადობის და ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე სცენარს ექნება ადგილი"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.