სიტყვა თავდასხმა არასწორია, იქ საუბარია ძალადობის პროვოცირებაზე - სარჯველაძე დმანისზე

22.09.21 12:03
სიტყვა თავდასხმა არასწორია, იქ საუბარია ძალადობის პროვოცირებაზე - სარჯველაძე დმანისზე

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, დმანისში მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვინმემ უნდა მოხსნას კანდიდატურა. 

რაც შეეხება თავდასხმის უშუალო ფაქტს, "ოცნების" დეპუტატი ამ შეფასებას არ იზიარებს:

სიტყვა თავდასხმა, მე ვფიქრობ რომ არასწორად არის გამოყენებული. იმიტომ რომ იქ საუბარი იყო პროვოცირებაზე სამართალდარღვევის, ძალადობის პროვოცირებაზე და ა.შ. თავდასხმა არის ცოტა სხვა ვითარება და სხვა შემთხვევა. ძალადობას არცერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება"- ამბობს სარჯველაძე