,,ოცნების" საარჩევნო სტრატეგია ძალადობა, დაპირისპირება და ზიზღია - ბოკუჩავა დმანისზე

22.09.21 12:19
,,ოცნების" საარჩევნო სტრატეგია ძალადობა, დაპირისპირება და ზიზღია - ბოკუჩავა დმანისზე

"ქართული ოცნება" ძალადობას მწვანე შუქს უნთებს - ასე აფასებს დმანისში განვითარებულ მოვლენებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა. 

მისი თქმით, ,,ქართული ოცნების" საარჩევნო სტრატეგია ძალადობაში, დაპირისპირებასა და ზიზღში  მდგომარეობს: 

როდესაც ხელისუფლება პირდაპირ ახალისებს ძალადობას, ეს შემდეგ ითარგმნება არამხოლოდ პოსტერებში, რიტორიკაში და გამონათქვამებში, არამედ კონკრეტულ მოქმედებებში. იმიტომ რომ ისინი პირდაპირ სანქცირებას ახდენენ, მწვანე შუქს აძლევენ მსგავს ძალადობრივ მოქმედებებს. თავად ქართული ოცნების წევრები, მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი ერთ შემთხვევაში, მეორეში პროპორციული სიის კანდიდატის მამა, უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ძალადობრივ მოქმედებებში, რაც, რა თქმა უნდა, ავლენს ქართული ოცნების საარჩევნო სტრატეგიას, რაც მდგომარეობს ძალადობაში, დაპირისპირებასა და ზიზღში"- ამბობს ბოკუჩავა. 

დმანისში ოპოზიციის 2 აქტივისტი დაჭრეს. თავდასხმაში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, მიხეილ დაუთაშვილი და მისი შვილი მონაწილეობდნენ. პოლიციამ მხოლოდ დავით დაუთაშვილი დააკავა.