დიპლომატიური სკანდალი - საქართველოს ელჩი ევროკავშირში სუს-ის მოსმენების საქმეზე ბრიუსელში დაიბარეს
სუსი-ის სკანდალური ფაილები - როგორც ირკვევა, საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელში დაიბარეს.
ინფორმაცია დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა დაადასტურა. ვახტანგ მახარობლიშვილს ახლა ევროპელ პარტნორებბთან განმარტებების გაკეთება მოუწევს, რატომ ახდენდა სუსი ადმაინების უკანონო , ტოტალურ და სისტემატიურ მოსმენებს.
საქართველოს ელჩი ევროკავშირში გუშინ დაბარებული იყო ბრიუსელის სათაო ოფისში, რათა დაფიქსირებულიყო პოზიციები და ყოფილიყო შემდგომი მსჯელობა" - აცხადებს ჰარცელი.
მისი თქმით, უკანონო მოსმენები ვენის კონვენციას ეწინაღმდეგება.
არ არის ბუნებრივი როცა ასეთი დამოკიდებულებაა პარტნიორი ქვეყნის მხრიდან"- დასძინა ელჩმა ჰარცელმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფარული ჩანაწერების თანახმად, სუსი საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უსმენდა.