არ არის ბუნებრივი ასეთი დამოკიდებულება პარტნიორი ქვეყნის მხრიდან - ჰარცელი მოსმენებზე

22.09.21 12:41
არ არის ბუნებრივი ასეთი დამოკიდებულება პარტნიორი ქვეყნის მხრიდან - ჰარცელი მოსმენებზე

"ქართული ოცნება" მორიგ დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა -  ელჩების სავარაუდო ფარული მოსმენების საკითხს ევროკავშირი სერიოზულად აღიქვამს. 

კარლ ჰარცელი პირდაპირ ამბობს, რომ მეგობარი ქვეყნები ასე არ იქცევიან: 

ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ მოსმენების საკითხს, რომელიც ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება. არ არის ბუნებრივი, რომ ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. საქართველოს ელჩი ევროკავშირში უკვე დაიბარეს ბრიუსელში და მასთან ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება"- ამბობს დიპლომატი.

მისი თქმით,  ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და დაცვის უფლება. ჰარცელი ამბობს, რომ დისკუსია მიყურადებისა და თვალთვალის მასშტაბზე უნდა გაგრძელდეს.

ქვეყნისა უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იმუშაოს იმ საფრთხეებზე, რომელიც ქვეყანას ემუქრება, მაგალითად ტერორიზმი, შპიონაჟი. ეს ყველაფერი განხორციელებული უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და ეს ინსტიტუცია ანგარიშვალდებული უნდა იყოს.

მინდა აღვნიშნო პირადი ცხოვრების ხელყოფის დაუშვებლობა, ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და დაცვის უფლება. მიმდინარეობს გამოძიება და უფრო ფართო დისკუსიაა საჭირო პოლიტიკურ სპექტრში. მიყურადება და თვალთვალი არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი",- განაცხადა კარლ ჰარცელმა.