ენმ გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა - პაპუაშვილი ისევ "დესტრუქციაზე" საუბრობს
"ქართული ოცნება" ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ დესტრუქციაზე საუბრობს - პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა ამ 10 დღის განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა".
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არჩევნებამდე დარჩა 10 დღე. ნაციონალური მოძრაობა ამ 10 დღის განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა. მოთმენა არის რთული, მაგრამ, ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება", - ამბობს პაპუაშვილი.
დეპუტატი დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ენმ არეულობის გამოწვევას ცდილობს.