ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება კატეგორიულად მიუღებელია - ტიკარაძე

22.09.21 14:22
 ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება კატეგორიულად მიუღებელია - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. 

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლიანი ბანერები მმართველი გუნდის დავალებით გამოფინეს. 

მინისტრის განცხადებით, კომპანია „ალმასგან“ გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო თუ რამდენად სწორი ბანერით ხდებოდა ვაქცინაციის ბანერის ჩანაცვლება.

ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ასევე, ბატონი ამირანის და ჩემი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადება, რა თქმა უნდა, იყო ჩემთან შეთანხმებული და ჩვენ აბსოლუტურად ერთ აზრზე ვართ. 

არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა. თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები, სატელევიზიო კომენტარიც იყო კომპანია „ალმასგან“, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ დაკვეთა და აქედან გამომდინარე, მე მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს.

„ალმასგან“ გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო იმით თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება მათი კომპანიის მხრიდან და ეს არის უბრალოდ რეპუტაციული მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, რომელიც ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის ბანერით“, - თქვა მინისტრმა.