ნებისმიერ სახელმწიფოში ხდება მოსმენები - ირაკლი ზარქუა
სანქცირებული მოსმენები ცალკეული პირების მიმართ ნებისმიერ სახელმწიფოში ხდება - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, იმ უპრეცენდენტო სკანდალს, რომლის მიხედვითაც სუსი-ს სასულიერო პირებთან, პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან ერთად, ელჩებსაც უსმენდა.
ნებისმიერ სახელმწიფოში ხდება სანქცირებული მოსმენები ცალკეული პირების მიმართ, მითუმეტეს საქართველო, რომელიც არის საჯილდაო ქვა, ბევრი სახელმწიფოს ინტერესების გადაკვეთაშია. არ ჩამოგითვლით ეხლა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ არის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ამაზე მუშაობენ"- განაცადა ზარქუამ.
ცნობისთვის, სუსი-ს მიერ სავარაუდო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი, ბრიუსელის სათავო ოფისში დაიბარეს.