რაც უნდა ნაჯახი და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ხელისუფლებას განაჩენს გამოვუტანთ - მელია დმანისზე
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დმანისში ჩავიდა. ნიკა მელია აცხადებს, რომ იმ ძალადობასა და კრიმინალზე, რაც გუშინ მოხდა, საზოგადოება პასუხს 2 ოქტომბერს გასცემს.
რაც არ უნდა ნაჯახი, დანა და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე როგორც აზვირთებული ზვავი მივა საარჩევნო უბნებზე და კრიმინალებს, სუსი-ს აგენტებსა და ზონდერებს განაჩენს გამოუტანს. ყველას, ვინც უკანონოდ უსმენს ყველას, რიგითი ადამიანებიდან დაწყებული, სასულიერო პირებისა და ელჩების ჩათვლით. ამის იქით ფსკერიც კი არ არის.
თუ ვინმემ არ იცოდა, რა არის რეჟიმი, აქ უკვე დაინახა. რას გვეუბნება სახელმწიფო? 20 ადამიანი, ზონდერი, სუსი-ს აგენტი თუ თავს დაესხმება მშვიდობიან მოქალაქეებს, ეს დანაშაულად არ ითვლება? აუცილებელია, ნაჯახი, ხანჯალი ამოიღონ და ყელში ჩაარტყან? და საზოგადოების ზეწოლის შედეგად შეიძლება, ერთი ადამიანი დააკავონ? - აცხადებს ნიკა მელია.
დმანისში დღეს ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ. ისინი გუშინ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ, რა დროსაც ოპოზიციის მხარდამჭერები ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა დაარბიეს და ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიაყენეს.