საკვების გარდა ყველაფერი იყო იმ ქილაში - კახა კალაძე
საკვების გარდა ყველაფერი იყო - ასეთია დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, გამართლება მისივე საქციელზე, რომელმაც ქილა თითის კვრით ძირს გადააგდო.
მისივე თქმით, ოპონენტის მიერ პირდაპირ ეთერში მიტანილ ქილაში არ იყო უფასო სასადილოს საკვები და ,,ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატს, მიხეილ ქუმსიშვილს, შოუს დადგმა სურდა.
საკვების გარდა ყველაფერი იყო იმ ქილაში. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე, ეს იყო უბრალოდ შოუ, რომლის მოწყობაც სცადა ამ კონკრეტულმა ადამიანმა", - განაცხადა კახა კალაძემ.
,,ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატმა, მიხეილ ქუმსიშვილმა ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებში ქილით უფასო სასადილოს საკვები მიუტანა, კალაძემ კი ქილას თითი ჰკრა.