პირველი ინტერვიუ "ოცნების" კანდიდატთან, რომლიც ოპოზიციაზე თავდასხმაში მოანწილეობდა (ვიდეო)

22.09.21 15:18
პირველი ინტერვიუ "ოცნების" კანდიდატთან, რომლიც ოპოზიციაზე თავდასხმაში მოანწილეობდა (ვიდეო)

"ტვ პირველმა" დმანისში ოპოზიციის აქტივისტებზე თავდასხმაში იდენთიფიცირებულ მიხიელ დაუთაშვილს თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში მიაგნო. 

ქვემო ქართლში "ქართული ოცნების" კანდიდატი, შეეცადა ჩვენ გადამღებ ჯგუფს გაქცეოდა. 

ოპოზიცია მიხეილ დაუთაშვილს და მის შვილს თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს. დაუთაშვილის ვაჟი, ადამიანის დაჭრისთვის გუშინ დააკავეს, თუმცა გამოძიებას არ დაუკავებია "ქართული ოცნების" კანდიდატი, რომელიც დაპირისპირებისას კადრში იარაღით ჩანს. 

დაუშვილი ირწმუნება, რომ იარაღი პნევმატურია. რაც შეეხება მის შვილს, მამის თქმით, საკუთარი შვილი პოლიციას თავად ჩააბარა. 

"პნევმატური იარაღი იყო"- ამბობს დაუთაშვილი, თუმცა რატომ დადის იარაღით საარჩევნო შეხვედრებზე არ პასუხობს.