,,ოცნებამ" გადაიფიქრა, გახარია ,,კოკაინშიკი" არ არის

22.09.21 16:24
,,ოცნებამ" გადაიფიქრა, გახარია ,,კოკაინშიკი" არ არის

,,ქართულმა ოცნებამ" გადაიფიქრა, გიორგი გახარია აღარც "კოკაინშიკია და აღაც  ნარკომანი". ,,ოცნების" ლიდერები და კონკრეტულად ირაკლი კობახიძე  ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ექსპრემიერს კოკაინის მომხმარებლად პირდაპირ მოიხსენიებდა და  ე.წ ნარკოტესტის გაყალბების მცდელობაშიც ადანაშაულებდა.
თუმცა ,,ოცნებამ"  უკან  დაიხია, ხელისუფლება  როგორც ყოველთვის,  გაკეთებულ განცხადებებზე პასუხიმგებლობას არც ახლა გრძნობს და ამბობს, რომ გახარიას ნარკომანობაზე ეჭვები თავად არ გასჩენიათ და ამის პროვოცირება თავად გახარიამ მოახდინა.

გიორგი გახარიამ თავისი ქმედებებით დააჩინა ეჭვი. მასთან დაკავშირებით პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ. მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და არჩევნების შემდეგ ძალიან ვრცლად ვისაუბრებ ამ თემაზე. არჩევნებზე არ მინდა ამაზე საუბარი - განუცხადა დღეს მედიას  კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ბექა დავითულიანი, პარტიის მესიჯბოქსს იმეორებს და აცხადებს, რომ თავად გახარიამ საკუთარი ქმედებით გააჩინა სხვადასხვა ინტერპრეტაციის თემა ნარკომანობასთან დაკავშირებით.

გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია. კახა კალაძე გამოვიდა და თქვა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის მერ ვაბარებ ნარკოტესტსო. მერე სხვების მხრიდან ისეთი რეაქცია მოჰყვა კალაძის ქმედებას, რომ ამან გახსნა სხვადასხვა ინტერპრეტაციის თემა და რაღაცა ეჭვების საფუძველი - ამბობს ბექა დავითულიანი. 

,,შეშინებული უკან დახევა" - ასე შეაფასა ოპოზიციამ კახა კალაძის კომენტარი. ოპონენტების განმარტებით, ახლა ,,ქართულ ოცნებაში" მიმდინარეობს შიდა ბრძოლები, გახარიას ისინი ,,ოცნების" წევრად მიიჩნევენ და მათი განმარტებით, ამ ორი პარტიის ბრალდებები სწორედ შიდა დაპირისპირებას უკავშირდება.

კახა კალაძის გუშინდელი შეშინებული უკან დახევა მისი მხრიდან ვითარებიდან გამოძრომის მცდელობა იყო. მას დაავალეს და პროვოკატორის როლი ითამაშა. ეს ცუდად დამთავრდა. პარტიაში წინააღმდეგობაა, ერთი ეძახის ,,კოკაინშიკს" გახარიას და კალაძე ამხელს თავისი პარტიის თავმჯდომარეს, რომ თურმე გახარია არ ყოფილა ნარკომომხმარებელი. - ამბობს რომან გოცირიძე