საქმე გვაქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობასთან! - ბადრი ჯაფარიძე

22.09.21 15:56
საქმე გვაქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობასთან! - ბადრი ჯაფარიძე

,,ლელოს” გენერალური მდივანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ბადრი ჯაფარიძე, თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.  ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობასთან და მისი თქმით, დამოუკიდებელი გამოძიების იმედი, დღევანდელი მართლმსაჯულების პირობებში არ არის.

ამ გასაუბრებებით პროკურატურაში, ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება თითქოს მიმდინარეობს რეალური გამოძიება. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს რომ დამკვეთი ფარული ჩანაწერების იყო დღევანდელი მმართველი ძალის ხელმძღვანელობა, შეუძლებელია ამ რაოდენობის ფარული მოსმენების წარმოება  სახელმწიფო უშიშროების სამსახურის გამოყენების გარეშე, შესაბამისად, თუ დამკვეთები არიან ხელისუფლებაში რისი დიდი ეჭვიც მაქვს, ცხადია, რომ ისინი არ გამოიკვლევენ თავიანთ დანაშაულს ამიტომ, პირუთვნელი გამოძიების იმედი არ გვაქვს, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ჩვენ გვექნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.” - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.