“ნამახვანჰესი” აღარ აშენდება - ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს

22.09.21 16:03
“ნამახვანჰესი” აღარ აშენდება - ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს, შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

შესაბამისი განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე ENKA İNŞAAT-მა გამოაქვეყნა.  

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.

ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

BMG-იმ 15 სექტემბერს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის პროექტის ინვესტორი ENKA საქართველოს მთავრობასთან საარბიტრაჟო დავის დაწყებას განიხილავდა.

მსგავსი სიახლეები