"41-ს უნდა მისცე ხმა, რადგან გარჩენენ!" - ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველების ხმებზე ნადირობა დაიწყო

22.09.21 16:49
"41-ს უნდა მისცე ხმა, რადგან გარჩენენ!" - ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველების ხმებზე ნადირობა დაიწყო

ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველების ხმებზე ნადირობა დაიწყო - მოპოვებულია აუდიომასალა ე.წ. უფასო სასდილოებიდან, სადაც საკვების მისაღებად მისულ ადმაინებს ქართული ოცნება მხარდაჭერას სთხოვს, უარის შემთხვაში კი მათ  დახმარების შეწყვეტით ექმურებიან. 

ვარ სოციალურად დაუცველი, მყავს შშმ ბავშვი, ვარ მარტოხელა დედა. მირეკავენ ერთ-ერთი სასადილოდან, რომელიც ჩვენს უბანს ეკუთვნის.  მეუბნებიან, რომ თქვენ 41-ს უნდა მისცეთ ხმა, რადგან გარჩენენო"- ამბობს სოციალურად დაუცველი.