თუ ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ბრალდებულთან პროვოკაცია დადასტურდა, ენმ-ს პასუხისმგებლობა დამძიმდება - კობახიძე დმანისზე

22.09.21 17:27
თუ ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ბრალდებულთან პროვოკაცია დადასტურდა, ენმ-ს პასუხისმგებლობა დამძიმდება - კობახიძე დმანისზე

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრაში ბრალდებულ პირს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ ასეთი ადამიანის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა დამძიმდება.

აქ ერთი დამატებითი ფაქტი გამოიკვეთა, იმ ადამიანს, რომელიც ეჭვმიტანილია ამ კონკრეტულ ქმედებაში, აქვს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორც ჩვენ ვიცით. თუ ეს გამოიკვეთა და თუ ასეთი ადამიანის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს ცოტა ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობას. ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისება იმ პირს, ვინც ეს ჩაიდინა, ზომები არის კიდეც მიღებული - პირი არის დაკავებული. დანარჩენს დაადგენს გამოძიება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.