ცუდი სიგნალია ინვესტიციებისთვის - კობახიძე "ენკაზე"

22.09.21 17:35
ცუდი სიგნალია ინვესტიციებისთვის - კობახიძე "ენკაზე"

"ცუდი სიგნალია ინვესტიციებისთვის, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს"- ასე ეხმაურება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნამახვაჰესის მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს .

ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი რა თქმა უნდა შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს და ჩაიდოს დიდი ინვესტიციები.

მთავრობას აქვს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს, შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

შესაბამისი განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე ENKA İNŞAAT-მა გამოაქვეყნა.