დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო - კობახიძე ჰარცელის განცხადებაზე
"ქართული ოცნების" თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომ დიპლომატიურ სტანდარტებს აცდენილი იყო.
ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან, არის აბსოლუტურად ბუნებრივი. შეიძლება, ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, უნდა დაინტერესებულიყვნენ და დაინტერესდნენ კიდეც. უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს. რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, არ ვარ დიპლომატი, შეიძლება, ვერ ვერკვევი ამ საკითხებში, მაგრამ მე მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს, ამ წინასაარჩევნო პერიოდში, - განაცხადა კობახიძემ.
კარლ ჰარცელმა სუს-იდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით თქვა, რომ ევროკავშირში აღნიშნულ საკითხს სერიოზულად უყურებენ.