საუბარი არ არის ორ-სამ მილიონზე - ნიკა მელიამ კახი კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა

22.09.21 22:02
საუბარი არ არის ორ-სამ მილიონზე - ნიკა მელიამ კახი კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, თბილისის მოქმედი მერი კორუფციაში დაადანაშაულა. ნიკა მელიამ გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" თქვა, რომ კახი კალაძის მარცხის შემდეგ ამ ფაქტს ნათელი მოეფინება. 

არავინ ისეთ ცუდ მდგომარეობაში არ ჩავარდება, როგორც კახი კალაძე მარცხის შემდეგ, იმიტომ, რომ აქ საუბარი არ არის არც ორ-სამ მილიონიან კორუფციულ სქემებზე. საზოგადოების დიდი ნაწილი იქნება შოკში. ეს ადამიანი არის პერსონიფიკაცია. დაველოდოთ მოვლენებს, შემთხვევით არაფერს ვსაუბრობ. მან ჩემზე კარგად იცის, სუს-ს აქვს უკვე ნაწილობრივ ეს მასალები თაროზე და რასაც უნდა, იმას უკეთებენ ამ ბატონს, - თქვა ნიკა მელიამ.